Khondzi
Gig Seeker Pro

Khondzi

Brooklyn, New York, United States | Established. Jan 01, 2006

Brooklyn, New York, United States
Established on Jan, 2006
Band Jazz Funk

Calendar

Music

The best kept secret in music

Press


"ხონძის სადებიუტო EP -“Caucasus”-ის ვიდეო პრემიერა"

დღეს, თბილისის დროით საღამოს ათ საათზე, ქართველი საქსაფონისტის, ხონძის ახალი EP-ის – “Caucasus” – ვიდეო პრემიერაა. მუსიკოსმა პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ ნიუ-იორკში დაიწყო.

მუსიკოსი კოლაბორაციაშია Juan Vidaurre (გიტარა), პაპუნა შარიქაძე (როიალი), Tal Mashiach (ბასი), Eviatar Slivnik (დასარტყამი). კომპოზიციის ავტორია თავად ხონძი, მიქსინგი და მასტერინგი გაკეთდა Leno Records-ში გიორგი გვარჯალაძის მიერ. აუდიო და ვიდეო მასალა ჩაიწერა Studio 42-ში, ხოლო დაამუშვა გურამ ასათიანმა.

EP შედგება სამი ტრეკისგან:

“Caucasus”

“Silver Pieces”

“Funkh”

EP-ის გარეკანი სამ ძირითად შრეს გვანახებს: კავკასიონი, უდაბნო და თავად ხონძი. პირველი ტრეკი პირდაპირ კავშირშია კავკასიონის ქედთან, მეორე ტრეკის თემატიკა დაკავშირებულია ბიბლიურ სიუჟეტთან, იუდას მიერ ქრისტეს 30 ვერცხლად გაცემის თემატიკასთან, ხოლო მესამე ტრეკი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მუსიკოსის პროტოტიპად. გარეკანის ავტორია დიმიტრი მარტი.

EP გაჟღენთილია ხონძის ორიგინალური მუსიკალური ენით. 4 აპრილს მსმენელს შეეძლება EP-ის სრულად მოსმენა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე. - Dancing on Architecture


"ხონძის „ფერხული“ და ჯგუფი „კვინტური ფიზიკა“"

თავისუფლების მუსიკა, ქართული ჟღერადობა და ახალი ჟანრი ჯაზში – „ფერხული“.

„დედაენაში“ 8 აპრილს საქსოფონისტის და კომპოზიტორის ხონძის და ჯგუფ „კვინტური ფიზიკის“ კონცერტი გაიმართა, სადაც მუსიკოსმა ბენდთან ერთად საავტორო კომპოზიციები შეასრულა.

ბენდის შემადგენლობაში არიან: ხონძი (საქსოფონი), ზაზა ცერცვაძე (დრამი), ლევან დეისაძე (ბასი), ლაშა დეისაძე (გიტარა) და პაპუნა შარიქაძე (კლავიში). ჯგუფ „კვინტური ფიზიკის“ სეტის დასრულების შემდეგ კი საღამო ჯგუფმა „დედაენის ბიჭებმა“ გააგრძელეს.

„ჯგუფს დავარქვით „კვინტური ფიზიკა“ შემადგენლობაში არიან: ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, ლაშა ცერცვაძე, პაპუნა შარიქაძე და მე. დღეს ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს მერე უკრავენ „დედაენის ბიჭები“ და ჩვენი სეტის დროს ისინი იქნებიან სტუმრები და მათი სეტის დროს ჩვენი ვიქნებით სტუმრები.

დღევანდელ კონცერტზე წარმოგიდგენთ ძირითადად ნაწარმოებებს ჩემი მომავალი ალბომიდან „ფერხულები“. ეს ნაწარმოებები რომ ვიპოვე, სიტყვა და იდეა ფერხულის ასოციაცია გამიჩნდა და ამ სახელწოდებაზე შევჯერდი. მუშაობის პროცესში უფრო და უფრო გამოიკვეთა „ფერხულების“ მუსიკალური დეტალების ერთმანეთთან მსგავსება. როდესაც მეკითხებიან რას ნიშნავს ეს სიტყვა, ვპასუხობ, რომ ეს მუსიკალური ჟანრია, რადგან ჩემთვის ეს მართლაც ასეა.

დიდი მადლობა დედაენის ბარის მთელ ჯგუფს, აქ ჩვენ ყოველთვის დიდ მხარდაჭერას და ყურადღებას ვგრძნობთ, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს განწყობაზე დაკვრის დროს.“

ამ საღამოს გაჟღერებული ეკლექტიკური ესთეტიკის და ორიგინალური მუსიკის ნაზავის ინტენსივობა და მრავალჟღერადობა მსმენელს კიდევ დიდხანს გაჰყვება. - Billboard Georgia


Discography

Caucasus

Photos